www.sapatriarqo.ge  - ეს საერო სივრცეა!

 

 

ს ე კ უ ლ ა რ ო ბ ა ,   ს ე კ უ ლ ა რ ი ზ ა ც ი ა ,   ს ე კ უ ლ ა რ ი ზ მ ი

 

 

mimartulebis-machvenebeli.jpgსეკულარობა ეს არის სივრცეების გამიჯვნის გააზრება,

ხოლო სეკულარიზაცია ამ გააზრების შედეგი, რომელიც თავის მხრივ პროცესია 

 

გიორგი . თუმანიშვილი

 

 

რას ნიშნავს? რა არის? რატომ უნდა ვიცოდეთ

 

ისევე, როგორც სიტყვა-ტერმინი ტოლერანტობა, სეკულარობაც როგორც სიტყვა-ტერმინი, არც ისე დიდი ხანია, რაც გამოიყენება საქართველოში მცხოვრებთა ყოველდღიურ ლექსიკაში. ეს სიტყვა-ტერმინი პოპულარული გახდა ე.წ. პოლიტიკური ელიტის გარკვეულ ნაწილში და საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში. ბევრისთვის ეს სიტყვა-ტერმინი დღესაც უცნობია, ასევე უცნობია მისი შინაარსობრივი დატვირთვა, აღარაფერი რომ ვთქვათ მისი გააზრების აუცილებლობაზე თითოეულ ინდივიდის მიერ, თანამედროვე საზოგადოებაში და შესაბამისად სახელმწიფოში

 

სიტყვა სეკულარიზაცია წარმოიშვა (ლათ. saecularis) რაც საეროს ნიშნავს. ამ სიტყვას თანამედროვე ლექსიკაში სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. მიუხედავად სიტყვის - სეკულარიზაცია არაერთგვაროვანი მნიშვნელობებისა მათ აერთიანებთ საეროობა, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სეკულარიზაცია გულისხმობს ე.წ. დესაკრალიზაციას (მ. ვებერი, გ. თევზაძე), შეიძლება ვთქვათ, რომ სეკულარიზაცია (თავისი შინაარსობრივი შევსებით) არის გარკვეული დეინსტიტუციონალიზაცია. ორივე შემთხვევაში სიტყვები სეკულარიზაცია, დესაკრალიზაცია და დეინსტიტუციონალიზაცია (აქ მოყვანილია სინონიმური მნიშვნელობით გ.თ.) გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც ასე ვთქვათ საკრალური ინსტიტუტი (ინსტიტუცია), რომელიც ეფუძნება ტრანსცედენტურ მოცემულობებს - მაგალითად რელიგია (სარწმუნოება) ხდება ერთ-ერთი ავტორიტეტი სხვა ავტორიტეტებს შორის, როგორიც არის მეცნიერება, პოლიტიკა და სხვა. ეს მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ადამიანს ეძლევა რეალური შესაძლებლობა არჩევისა სხვადასხვა კონკურენტული ან არაკონკურენტული ავტორიტეტთაგან ერთისა ან საერთოდ ყველა ავტორიტეტის უგულვებელყოფისა

 

სეკულარიზაცია არის პროცესი, რომლის დროსაც რელიგიური აზროვნება, პრაქტიკა და ორგანიზაციები (ინსტიტუციები) კარგავს სოციალური გავლენასა და მნიშვნელობას

 

მეცნიერული ცოდნისა და რაციონალური აზროვნების განვითარებამ თავის დროს XIX, XX, XI საუკნეებში ჩაანაცვლა ტრანსცენდენტურ მოცემულობების ვარაუდზე დაფუძნებული ინსტიტუციების აუცილებლობა (მაგ.: მაგია, ცრურწმენა, მისტიკა) რაციონალური გააზრებული აღქმით. ეს ჩანაცვლება არ მოხდა (ვერ განხორციელდა) უკლებრივ ყველა სახელმწიფოში და შესაბამისად ყველა საზოგადოებაში. ამისათვის აუცილებელია სეკულარობის, როგორც იდეის გაგება, გათავისება და გააზრება

 

სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, აქვს თავისი ადგილი, როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა. ასეთ სახელმწიფოში არ არის სხვა ინსტიტუტებსა და ინსტიტუციებზე დომინირებულ მდგომარეობაში ეკლესიისა და რელიგიური ლიდერების ძალაუფლება, მოცულობითი და ხარისხობრივი თვალსაზრისებით

 

სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია არ არის გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა, არამედ ასრულებს სასულიერო ცხოვრებისათვის აუცილებელ მისთვის მინდობილ როლს. სეკულარიზმი, შეიძლება ითქვას ერთი მხრივ, მოუწოდებს სარწმუნოების თავისუფლებას, უფრო ზუსტად, მთავრობის მიერ ხალხზე რელიგიის თავსმოხვევისგან თავისუფლებას, სახელმწიფოში, რომელიც ნეიტრალურია საწრმუნოების საკითხების მიმართ და არ აძლევს პრივილეგიას და ასევე ფინანსურ დახმარებას არ უწევს არც ერთ რელიგიას

 

სეკულარიზმი, სხვა გაგებით, მიუთითებს რწმენაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა და გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტზე და რეალობაზე და არა რაიმე რელიგიურ რწმენაზე. მაშინ, როცა რელიგიები დაფუძნებულია აბსოლუტურ (ტრანსცენდენტურ) ჭეშმარიტებაზე, ღვთის კანონზე, სეკულარული კანონი ემყარება გონებრივ განსჯას, რომელიც განმანათლებლობის ეპოქაში განვითარდა

 

მაშ რა არის სეკულარიზაცია? როგორც ვხედავთ იგი გულისხმობს ე.წ. საერო სახელმწიფოს იდეას, ხოლო საეროა ის სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება თავისუფალია ინსტიტუციური რელიგიის ან ეკლესიის ზეგავლენისგან და პირიქით, ინსტიტუციური რელიგია დამოუკიდებელია სახელმწიფო ან პოლიტიკური კონტროლისგან. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია იურისდიქცია რელიგიურ საქმეებზე, არა იმიტომ, რომ ისინი სახელმწიფოს ინტერესის მიღმაა, არამედ უფრო იმიტომ, რომ რელიგიური ინტერესები განიხილება ძალზე ინტიმურად იმისათვის, რომ იქცეს შეცდომებისაკენ მიდრეკილი სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესის ობიექტად

 

საეროა ის სახელმწიფო, რომელიც შეგნებულად უარს ამბობს პოლიტიკური საშუალებების გამოყენებაზე რელიგიური მიზნების მისაღწევად და ამავდროულად რელიგიური შესაძლებლობებით სარგებლობაზე პოლიტიკური მიზნის განხორციელებისათვის. ვინაიდან მისი ხელისუფლება საერო საქმეებით იზღუდება. ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ნეიტრალურია, როგორც მრავალრიცხოვან მორწმუნეთა საზოგადოებების, ისე არარელიგიების მიმართ, ანუ საერო სახელმწიფოში მოქალაქეები არ სარგებლობდნენ ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობით ან უარყოფითი დამოკიდებულებით რელიგიურ ნიადაგზე

 

სეკულარიზაციაზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ სეკულარიზაცია არ აღმოცენებულა რელიგიისადმი მტრობის საფუძველზე. პირიქით, რელიგიისადმი მტრობა შეუსაბამოა სეკულარული (საერო) სახელმწიფოს ბუნებასთან, ვინაიდან ის თავისუფალია ნებისმიერი რელიგიისა თუ უზენაესი რწმენის საკითხებისგან. სეკულარული (საერო) სახელმწიფოს კონცეფცია ჰარმონიაშია როგორც რელიგიის, ისე სახელმწიფოს (რელიგიისგან) თავისუფლებასთან. აღნიშნული მიზეზების გამო, საერო სახელმწიფო საუკეთესოა როგორც თავად სახელმწიფოს, ისე რელიგიისათვის და მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ორივეს თავისუფლებას

 

სეკულარიზაციის გააზრებისათვის უმნიშვნელოვანესია თეზა, რომლის მიხედვითაც ყველა სახის საქმიანობა, რომელიც პირად სფეროს სცილდება უნდა იყოს სეკულარული, ანუ არა რელიგიური, დესაკრალიზირებული

 

სეკულარიზაციის რაობისა და მნიშვნელობის ცოდნის და მისი არსობრივი გააზრების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის გათავისება და მით უფრო ამ სახელმწიფოს შენება

 

სამართლის დოქტორი,

გიორგი გ. თუმანიშვილი